|
2023-08-17 16:09:22, 1109 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა - რიჟვაძემ ტურისტული სეზონის მზარდი დინამიკა და მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში გამართვის საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონის მზარდი დინამიკა და მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში გამართვის საორგანიზაციო საკითხები სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საზღვაო ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაცია წარმოადგინა. "სტატისტიკის თანახმად შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის 2 კვარტლის მონაცემით +56.6 %-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +24%-ით. 2023 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა 414 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +17.3 % -ით. 2023 წლის 7 თვის მონაცემით განხორციელდა 1 436 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +9.7%-ით. Airbnb -ის მონაცემებზე დაყრდნობით, კერძო ბინების დატვირთულობა 2023 წ. 7 თვის მონაცემები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია +38%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია + 58%-ით. ბათუმი სექტემბრის ბოლოს მსოფლიო ტურიზმის გალა დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადება. ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით საორგანიზაციო საკითხები განიხილა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე. მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards-ის ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, სასტუმროები, ტურსააგენტოები, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ეწვევიან, სადაც ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება. აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა ეკონომიკის მინისტრი, ბათუმის მერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის მთავრობის, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)