17:42 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 17:28:51, 890 ნახვა

მსოფლიო
მედია - მაჰაჩყალაში აფეთქების შედეგად დაღუპული 35 პირიდან მხოლოდ 13-ია იდენტიფიცირებული

რუსეთის ფედერაციაში, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული 35 პირიდან მხოლოდ 13-ია იდენტიფიცირებული. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა "რია ნოვოსტი" დაღესტნის ხელმძღვანელის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება.

როგორც "რია ნოვოსტი" წერს, დაღესტნის საავადმყოფოებში მკურნალობას ამჟამად 47 ადამიანი გადის, 16 პირი კი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თვითმფრინავით სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, მაჰაჩყალაში ბეზნინგასამართ სადგურზე აფეთქება 14 აგვისტოს, სააღამოს საათებში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებას წინ უძღოდა ავტოსერვისში ცეცხლის გაჩენა, საიდანაც ხანძარი ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics