|
2023-08-16 11:30:16, 515 ნახვა
საზოგადოება
იური ნოზაძემ აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის და ეროვნული პარკების სამსახურის ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ტომი ბედროუსთან და ეროვნული პარკების სამსახურის დირექტორ ჩაკ სემსთან. "შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის წარმატებული პარტნიორობის მრავალწლიან ისტორიას. მხარეებმა საუკეთესო გამოცდილების, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარების, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელების სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში, კოლხეთის ეროვნულ პარკსა და მის დაძმობილებულ დაცულ ტერიტორიას - პოინტ რეის ეროვნულ პარკს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმის 5 წლით გაგრძელების დოკუმენტი. თანამშრომლობა ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას რესურსების მართვა-მონიტორინგის, კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ეროვნული პარკების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებებით. ქართულმა დელეგაციამ, მონაწილეობა მიიღო რეინჯერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც პოინტ რეის ეროვნულ პარკში გაიმართა. აღნიშნული ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების და USAID-ის ეროვნული პარკების და ეკოტურიზმის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის შინაგან დეპარტამენტსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. აშშ-ის ეროვნული პარკების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის პროცესსა და კვლევით საქმიანობებში",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)