2023-08-14 21:12:33, 1018 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი ღარიბაშვილზე - კორუმპირებული! ქართველებო, რატომ აძლევთ პრემიერ-მინისტრს უფლებას, რომ თქვენ ხარჯზე გამდიდრდეს
ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც ღარიბაშვილი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს სამაგალითო ლიდერს და ბრძენ ადამიანს უწოდებს.
კინზინგერი სოციალურ ქსელში ღარიბაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და ღარიბაშვილს კორუმპირებულს უწოდებს.
"ქართველებო, რატომ აძლევთ პრემიერ-მინისტრს უფლებას თქვენ ხარჯზე გამდიდრდეს? კორუმპირებული", - წერს კინზინგერი.
ცნობისთვის, 11 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,