|
2023-08-14 17:10:24, 1443 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა - ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის ფარგლებში ახალი, მრავალბინიანი სახლების მშენებლობას და მიმდინარე მასშტაბურ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 ხიდის, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა. პროექტის ღირებულება 31 მლნ ლარს შეადგენს. თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო ბათუმი ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალი,182 ბინაზე გათვლილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. პროგრამა 2022 წელს ამოქმედდა და მიზნად ისახავს ავარიული სახლების თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას. პროგრამის ფარგლებში ბათუმში 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, ასევე 11 მისამართზე განხორციელდა გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები. ,,ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტთან ერთად, ჩვენ აქტიურად ავამოქმედეთ მართლაც, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროგრამა - ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე". ამ მიმართულებით სრულად არის მობილიზებული საბიუჯეტო რესურსი. შემდეგი 2 წლის განმავლობაში 3000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება ახალი, თანამედროვე საცხოვრისით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი გზების მშენებლობა, არსებული გზების რეაბილიტაცია. მისასალმებელია, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ხახულის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც წლების გამავლობაში იყო მოუწესრიგებელი" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. პროგრამა ბათუმი ავარიული სახლების გარეშე ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას. ბათუმში მიმდინარე პროექტებს საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)