16:11 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 14:50:07, 742 ნახვა

საზოგადოება
ბოტკოველი შოვზე - ხელისუფლება შეურაცხყოფას აყენებს გარდაცვლილის როგორც ოჯახებს, ისე იმ ადამიანებს, ვინც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს

ერთმანეთს ეჯიბრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები მავნებლური განცხადებებით, რომლებსაც ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ და ფაქტობრივად, შეურაცხყოფას აყენებენ ყოველდღიურად როგორც გარდაცვლილის ოჯახებს, ისე იმ ადამიანებს, ვინც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

ბოტკოველის თქმით, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, ხელისუფლება თავდაცვის რეჟიმშია გადასული.

„ჩვენ ვნახეთ ასევე განცხადებები თვითონ გადარჩენილი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც არავინ არ შეხმიანებია საერთოდ და არ მოუკითხავთ. ამ ყველაფრის შემდეგ არსებობს მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმები ხელისუფლების მხრიდან, რომლითაც პირიქით, შვება უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, ვინც სიკვდილს გადაურჩნენ.

ხელისუფლება ორკესტრირებულად გადასულია თავის მართლების რეჟიმში იმის მაგივრად, რომ პირიქით, ეძებდეს დამნაშავეს და იმასაც ხელს უშლის, რომ რეალურად მოიძებნოს დამნაშავე, ვინც ჩაიდანა ზოგადად, სამსახურებრივი გულგრილობაც და არ მოეკიდა საქმეს ისე, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს შემდგომ უკვე საფრთხეს არ შეუქმნიდა",- ამბობს ბოტკოველი.

ცნობისთვის, დღეს, 14 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასწორი და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შოვში, სტიქიის დროს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის ასევე გაუგებარია, რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა", როცა "უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა".

აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძე ამ განცხადებით იმ ადამიანებს გამოეხმაურა, რომლებიც 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიური უბედურების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და სიკვდილს გადაურჩნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics