2023-08-14 14:43:08, 641 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ბუბუნაურმა, შოთა რეხვიაშვილმა და რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 31-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გიორგი ბუბუნაურმა, შოთა რეხვიაშვილმა და რუსლან აბაშიძემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ცნობისთვის, აფხაზეთის ომიდან დღეს 31 წელი გავიდა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),