16:11 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 12:35:06, 586 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით იოსებაშვილი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.  აღნიშნულ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მხარდაჭერით, დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზების აღდგენის სამუშაოები.

"განახლებული ადმინისტრაციული შენობა უკვე მასპინძლობს ვიზიტორებს, სადაც მათ შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და საქართველოში პირველი დაცული ტერიტორიის - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების უნიკალური სახეობებისა თუ სალაშქრო მიმართულებების შესახებ.

ამჟამად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ყველა არსებული ბილიკის განახლება და ახალი ბილიკების ქსელის დამატება, ჯამში 105 კმ-მდე სიგრძის, თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით: ფანჩატურებით, ცეცხლის დასანთები ადგილებით, ასევე, შენდება ეკოტურისტული კოტეჯები. სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, ბილიკების ქსელის მოსაწყობად, ჯამში, 5 მილიონ ლარამდე თანხაა გამოყოფილი.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული დაცული ტერიტორიაა საქართველოში, მუდმივად მიმდინარეობს ეკოტურიზმის განვითარება, როგორც არსებული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება, ისე ახალი მიმართულებების შექმნა, რათა პარკში მოგზაურობა ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics