2023-08-14 11:18:39, 658 ნახვა
საზოგადოება
შსს - რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე მდინარეების - რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში მიმდინარეობს.
"სამძებრო სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.
მეორე დღეა, სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა და სამძებრო ღონისძიებებს პირადად აკვირდება.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,