2023-08-12 14:06:40, 1393 ნახვა
ომი უკრაინაში
კირბი - აშშ მზად არის, თავის ტერიტორიაზე უკრაინელი პილოტები F-16-ის თვითმფრინავებისთვის მოამზადოს
აშშ მზად არის, თავის ტერიტორიაზე უკრაინელი პილოტები F-16-ის თვითმფრინავებისთვის მოამზადოს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა G7-ის სამიტზე მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდებას.
„ჩვენი ევროპელი მოკავშირეები, როგორც ვთქვი, ხელმძღვანელობენ ამ ძალისხმევას. მაგრამ თუ ევროპაში მომზადების შესაძლებლობები მიღწეული იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ღია ვართ უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის აქ, აშშ-ში“, - განაცხადა კირბიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,