17:14 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-11 12:19:28, 915 ნახვა

საზოგადოება
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

როგორც მღებრიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, აღმოჩენილია ცხედრის ფრაგმენტიც.

"ამ დროისთვის სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური. მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები. ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. ქვედა კიდური კი, ნანახია 24 კილომეტრის მოშორებით",- განაცხადა მღებრიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics