17:14 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 17:05:20, 1037 ნახვა

საზოგადოება
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი კონკურსს აცხადებს

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს კონკურსს ქართული ენის მასწავლებლის ერთი ნახევარგანაკვეთიანი და ისტორიის მასწავლებლის ერთი სრულგანაკვეთიანი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მსურველებმა 14 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით, განაცხადები უნდა გააგზავნონ ელ-ფოსტაზე cml@mod.gov.ge , ასევე აუცილებელია შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.teacherjobs.ge

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა/შეფასება.
2. გასაუბრება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა მოხდება 2023 წლის 29 აგვისტოს, ხოლო გასაუბრება: - ქართულის მასწავლებლებთან გასაუბრება 2023 წლის 5 სექტემბერს 11:00 საათზე; - ისტორიის მასწავლებლებთან გასაუბრება 2023 წლის 5 სექტემბერს 12:00 საათზე;

პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და დაიბარებენ გასაუბრებაზე. შერჩევის კრიტერიუმები:
1. კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ უფროსი მასწავლებელი;
2. კანდიდატს უნდა ჰქონდეს სხვა სკოლაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
3. კანდიდატი უნდა ფლობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს;
4. კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს მოქმედი დისციპლინური სახდელი;
5. კანდიდატს უნდა ჰქონდეს სტატუსის შესაბამისი სავალდებულო ტრენინგ-კურსების გავლილი (წარმოადგინოს დამადასტურებელი სერტიფიკატები)
6. კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და შეეძლოს საგაკვეთილო პროცესის მართვა;
7. კანდიდატი უნდა იცნობდეს კანონს ზოგადი განათლების შესახებ;
8. კანდიდატი უნდა იყოს მოტივირებული და მუდმივად ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებასა და სტატუსის ამაღლებაზე (ტრენინგები, პროექტები, სემინარები, კურსები);
9. კანდიდატმა უნდა იცოდეს ელექტრონული სისტემის წარმოების წესი;
10. კანდიდატმა უნდა იცოდეს მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics