01:51 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 20:08:09, 1471 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - უკრაინაში ომის შემდეგ, რუსეთი, როგორც სამხედრო საფრთხე, აღარ იარსებებს

უკრაინაში ომის შემდეგ, რუსეთი აღარ იარსებებს როგორც სამხედრო საფრთხე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბურ შეჭრამდე რუსეთის არმიას "მსოფლიოში მეორე არმიას" უწოდებდნენ და წარმოუდგენლად მიაჩნდათ მასთან წინააღმდეგობის გაწევა.

„როდესაც ვინმე საუბრობს უკრაინის კონტრშეტევაზე, მის სიჩქარეზე, მიმართულებებსა და ეფექტურობაზე, აძლევს რჩევებს ან თავდაჯერებულად აცხადებს, რომ რაღაც „არ მიდის გეგმის მიხედვით“, მთავარია გვახსოვდეს, რომ გუშინ [უკრაინაში სრულმასშტაბურ შეჭრამდე] რუსეთის არმიას სერიოზულად უწოდებდნენ „მსოფლიოში მეორე არმიას“, ისტერიულად ეშინოდათ მისი და არც კი წარმოედგინათ მის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა. [...] ყველამ უნდა გამოიჩინოს მოთმინება და ყურადღებით დააკვირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალხარისხიან მუშაობას. [...] რუსეთი უკრაინაში ომის შემდეგ სამხედრო საფრთხედ არსებობას შეწყვეტს. ყოველ შემთხვევაში უკრაინისა და ევროპისთვის. ამასობაში, შეტევითი ოპერაციები გრძელდება“, - განაცხადა პოდოლიაკმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics