18:18 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 13:29:51, 805 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - ეუთო/ოდირმა „უცხოელი აგენტების შესახებ“ ინიციატივები ნეგატიურად შეაფასა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა ეუთო/ოდირმა სახალხო დამცველის 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე, სამართლებრივი დასკვნა მოამზადა „უცხოელი აგენტების შესახებ“ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის თებერვალში ინიცირებულ ორ კანონპროექტზე და ნეგატიურად შეაფასა აღნიშნული ინიციატივები,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ომბუდსმენი ლევან იოსელიანი ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, გამოქვეყნებული დოკუმენტი ფოკუსირდება ძირითად უფლებებზე, რომლებზეც კანონპროექტები ნეგატიურ გავლენას ახდენს.

"როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მწვავე სოციალური პროტესტების შედეგად, მითითებულ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტში მსჯელობა არ გაგრძელებულა, ერთი მათგანი გამოთხოვილ იქნა, მეორე კი მეორე მოსმენით ჩავარდა. თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეუთო/ოდირმა გააგრძელა დასკვნაზე მუშაობა და საკითხთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და რეკომენდაციების ფართო მიმოხილვა წარმოადგინა. 

გამოქვეყნებული დოკუმენტი ფოკუსირდება ძირითად უფლებებზე, რომლებზეც კანონპროექტები ნეგატიურ გავლენას ახდენს, კერძოდ: გაერთიანების, გამოხატვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებსა და დისკრიმინაციისაგან თავისუფლებაზე. დასკვნაში ასევე მიმოხილულია აშშ-ს და ავსტრალიის კანონმდებლობა. 

ხაზგასმულია, რომ ისინი ფუნდამენტურად განსხვავებული შემთხვევებია, სრულიად სხვა მიზანი და მასშტაბი აქვთ, რის გამოც არ წარმოადგენენ რელევანტურ შედარებით მაგალითებს ქართულ კონტექსტში. 

დასკვნა საკმაოდ ვრცლად მიმოიხილავს ამ და სხვა საკითხებს. მისი სრული ვერსიის გაცნობა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე ინგლისურ ენაზე https://shorturl.at/cpACX,- ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics