20:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 09:20:21, 775 ნახვა

მსოფლიო
დანილოვი - პრიგოჟინის ამბოხი პუტინთან შეთანხმებით მოხდა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით მოხდა.

დანილოვის თქმით, აღნიშნული სპეცოპერაცია დაიგეგმა იმ სამხედრო მაღალი თანამდებობის პირების გამოსავლენად, რომლებიც პუტინის მიმართ "კარგად არ იყვნენ განწყობილი".

„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო პუტინთან შეთანხმებული სპეცოპერაცია იმ გენერლების გამოსავლენად, რომლებიც არ იყვნენ კარგად განწყობილნი პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ. გენერლები თანამდებობიდან დაითხოვეს, ზოგიერთი მათგანი გისოსებს მიღმაა”,- ამბობს დანილოვი. 

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციაში შიდაპოლიტიკური ვითარება გაუარესდება. 

"უთანხმოება მომავალში გამწვავდება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მოხდება ამ წლის შემოდგომაზე ან ზამთარში, რადგან ადამიანების რიცხვი, ვისაც ესმის, სად მიიყვანა ისინი პუტინმა, იზრდება",- აცხადებს დანილოვი.

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".

მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics