23:02 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 17:14:38, 908 ნახვა

პოლიტიკა
ფოტიგა - 2008 წლის ზაფხულში პუტინს ომი ისევე სურდა, როგორც 2022 წლის თებერვალში

2008 წლის ზაფხულში პუტინს ომი ისევე სურდა, როგორც 2022 წლის თებერვალში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2022, 2014 და 2008 წლებში, ისევე, როგორც 1939 და 1940 წლებში, რუსეთმა გადაწყვიტა თავდასხმა მშვიდობიან მეზობლებზე, რადგან თვლიდა, რომ მას ამის უფლება ჰქონდა.

"2008 წლის ზაფხულში პუტინს ომი ისევე სურდა, როგორც 2022 წლის თებერვალში. დღეს ყველამ იცის, რომ რუსეთი მზადაა, თქვას ნებისმიერი ტყუილი, როგორც საბაბი თავისი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად. ჩვენ მოვისმინეთ ყველაზე აბსურდული სიტყვები, რომლებიც ათეთრებენ სტალინურ დანაშაულებს და ამართლებენ კიდეც რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტს. 2022, 2014 და 2008 წლებში, ისევე, როგორც 1939 და 1940 წლებში, რუსეთმა გადაწყვიტა თავდასხმა მშვიდობიან მეზობლებზე, რადგან თვლიდა, რომ მას ამის უფლება ჰქონდა. მან იგრძნო დასავლეთისა და მისი ინსტიტუტების სისუსტე და დუმილი მიიღო როგორც პასუხი, მის ტყუილებზე. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ცნობილი სიტყვები, რომ ჯერ საქართველო, შემდეგ უკრაინა, შემდეგ შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ შესაძლოა, პოლონეთის დროც დადგეს, ბევრმა მიიღო არა როგორც გაფრთხილება, არამედ როგორც ჩვენი რუსოფობიის მაგალითი. იყო მცდელობა, ვინც რუსეთს ყველაზე კარგად იცნობდა, გაჩუმებულიყო. ჩვენ არ გავჩუმდით", - წერს ანა ფოტიგა Twitter-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics