2023-08-07 21:56:34, 824 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - უკრაინული და ქართული მიწების სრული დეოკუპაცია მსოფლიოში მშვიდობას დააბრუნებს
რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ქართველ ხალხს ვუცხადებთ სოლიდარობას, მტკიცედ მხარს ვუჭერთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ უკრაინული და ქართული მიწების დეოკუპაცია დააბრუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში და მსოფლიოში.
"რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ქართველ ხალხს ვუცხადებთ სოლიდარობას, მტკიცედ მხარს ვუჭერთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მხოლოდ უკრაინული და ქართული მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლის დასჯა და მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება დააბრუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში და მსოფლიოში", - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,