2023-08-07 21:43:07, 817 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - საქართველო გააგრძელებს ევროპულ გზას და ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობით აღვადგენთ
რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს ევროპულ გზას და ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობით აღადგენს.
„რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. 2008 წლიდან 15 წლის შემდეგ, მას კვლავ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპს. საქართველო გააგრძელებს ევროპულ გზას, მშვიდობით აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას და დავამტკიცებთ ჩვენს სიმტკიცეს დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ“, - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,