00:26 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-05 18:23:32, 1081 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი სამნიძეს - რისი მიღწევა გსურთ, რა „ტრენდს“ ამკვიდრებთ?

რისი მიღწევა გსურთ ამით? რა “ტრენდს” ამკვიდრებთ?- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას.

იონათამიშვილის თქმით, "ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მედია აშუქებს სხვა ქვეყანაში მომხდარ სტიქიას".

"ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მედია აშუქებს სხვა ქვეყანაში მომხდარ სტიქიას. ორმაგ სტანდარტზე გაცილებით უფრო მძიმეა, როცა პარლამენტის წევრი "იმედს" ესხმით თავს იაპონიაში მომხდარი ტაიფუნის გაშუქებისთვის და მაგ. იმავე დღეს, "ფორმულას" მიერ გაშუქებულ სლოვენიაში მომხდარ წყალდიდობას არ იმჩნევთ. აღარაფერს ვამბობ, ასეთ მძიმე დროს ათასი დეზინფორმაციის და სპეკულაციის არ შემჩნევაზე, რაც, პირველ რიგში, საზოგადოებას არ დარჩება უპასუხოდ. უბრალოდ, რისი მიღწევა გსურთ ამით? რა “ტრენდს” ამკვიდრებთ? თუ "იმედის" რეიტინგი აღიზიანებს ვინმეს, ასეთი ლანძღვით ვერაფერს დააკლებს. თუ მარტო საქართველოში გინდათ სტიქიური უბედურება და ტრაგედიები ხდებოდეს? ჩემი პატივისცემა "იმედის" ყველა ჟურნალისტს, საზოგადოების ინფორმირება პროპაგანდა არ არის",- წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics