21:17 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-04 22:12:01, 706 ნახვა

საზოგადოება
პარმენ მარგველიძე - სტიქიის ზონაში 25 ადამიანის ძიება ღამის განმავლობაშიც გაგრძელდება

სტიქიის ზონაში 25 ადამიანის ძიება გაგრძელდება ღამის განმავლობაშიც, დრონების მეშვეობით, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესში ჩართულები არიან ასევე კინოლოგები, ამასთან ერთად შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, სადაც იგზავნება ოპერატიული ინფორმაცია და ხდება რეაგირება.

„მთელი დღის განმავლობაში აქტიურად გრძელდებოდა სამაშველო სამუშაოები, რომელშიც ჩართული იყვნენ შსს-ს სამაშველო ჯგუფები. 400 მაშველი მონაწილეობს სამუშაოებში, სტიქიის ზონის მთელ პერიმეტრზე. 210 მოქალაქე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახებს, 25 ადამიანთან ისევ ვერ ხერხდება კავშირის დამყარება. სამწუხაროდ, გვყავს გარდაცვლილები, რომელთა იდენტიფიკაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებს. დღეს დაიწყო პირველი ხიდის აღდგენითი სამუშაოები და გზის გაწმენდა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც შეაფასა ადგილზე არსებული სიტუაცია. მისი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ჩაერთვებიან სამძებრო სამუშაოებში, რითაც დააჩქარებენ ამ პროცესს. ძიება გაგრძელდება ღამის განმავლობაშიც, დრონების მეშვეობით. პროცესში ჩართულები არიან ასევე კინოლოგები. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, სადაც მოდის ოპერატიული ინფორმაცია და ხდება ამაზე რეაგირება“, - აცხადებს პარმენ მარგველიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics