22:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-04 02:31:44, 559 ნახვა

საზოგადოება
შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ დაკარგული 50 ადამიანიდან 6 მათგანთან კომუნიკაცია შედგა - ისინი მაშველებთან ერთად იმყოფებიან

შოვში, მეწყერის შედეგად დაკარგული 50 ადამიანიდან, რომლებთანაც კონტაქტი ვერ მყარდებოდა და მათი ადგილსამყოფელი უცნობი იყო, 6 მათგანთან კომუნიკაცია დამყარდა. ამის შესახებ მედიასთან რამდენიმე წუთის წინ ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული 6 ადამიანი ცოცხალია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის ისინი მამისონის მიმდებარედ, მაშველებთან ერთად იმყოფებიან და სტიქიის ზონიდან შესაძლებლობისთანავე გამოიყვანენ. მაშველები ამ 6 მოქალაქესთან ერთად მათ უსაფრთხო ადგილზე გამოყვანამდე დარჩებიან.

"არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით. დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა უახლესი ინფორმაცია არის ის, რომ ექვსი ადამიანი, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებოდით, უკვე კავშირზე არიან და უსაფრთხოდ არიან. ბუნებრივია, ეს პროცესი გრძელდება. მიუხედავად ღამის საათებისა, 150 მაშველი იმყოფება უშუალოდ სტიქიის არეალში, როგორც უკვე უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილი ადამიანების მხარდასაჭერად, ასევე იმ არეალში შესაძლებლობის ფარგლებში საძიებო სამუშაოების განსახორციელებლად," – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

აქტიური სამაშველო სამუშაოები დილის ექვსი საათიდან ისევ განახლდება, რისთვისაც დამატებით 2 ვერტმფრენი გამოიყოფა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვნად დაზარალდა ინფრასტრუქტურა, რომელიც სტიქიის ზონაში საგზაო კომუნიკაციით შესვლას ზღუდავს.

"2 ხიდია წაღებული და რამდენიმე კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რომელიც დაფარულია მეწყრით. ტექნიკა დაუყოვნებლივ იქნა მობილიზაცებული და დაიწყო შესაბამისი სამუშაოები. ამასთან, დაემატება ექსკავატორები, ბულდოზერები, თვითმცლელბი, დამტვირთველები. დილიდან ეს ტექნიკაც ჩაერთვება სამუშაოებში. ხვალიდან დაიწყება დროებითი გადასასვლელი ხიდების მონტაჟი, იმისათვის რომ საგზაო კომუნიკაციების აღდგენის თვალსაზრისით შეფერხება არ იყოს. ეს რამდენიმე დღიანი პროცესი იქნება. თუმცა , სამუშაოები და ტექნიკის გადასვლა მეორე მხარეს დილიდან დაიწყება,"- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics