23:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 19:36:34, 640 ნახვა

საზოგადოება
ონის მერის ინფორმაციით, შოვიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, შოვიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. როგორც ხიდეშელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, დაღამებამდე მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა უნდა მოხერხდეს.

როგორც ხიდეშელი აღნიშნავს, სტიქიის შედეგად წაღებულია რამდენიმე კოტეჯი, თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია იყვნენ თუ არა ამ კოტეჯებში მოქალაქეები.

„სავარაუდოდ, მაღალ მთებში მოხდა მდინარის დაგუბება, რამაც მეწყრული პროცესი გამოიწვია. სტიქია არის მასშტაბური. პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების უსაფრთხოება და ამაზე ზრუნვა. უკვე ადგილზე იმყოფება ვერტმფრენი და დაწყებულია მოქალაქეების ევაკუაცია. ჩემი აზრით, მოვასწრებთ ამ პირობებში, დაბნელებამდე მოქალაქეების გამოყვანას უსაფრთხო ადგილზე. რამდენიმე კოტეჯი წაღებულია, თუმცა რამდენად იყვნენ იქ მოქალაქეები, ვერ მოგახსენებთ. ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები, მათ შორის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, შსს-ს დანაყოფები. მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოხდება მოქალაქეების დაბინავება, პირველ ეტაპზე, ქალაქ ონის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სასტუმროში“, - განაცხადა ხიდეშელმა.

შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მეწყერი რამდენიმე საათის წინ ჩამოწვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics