00:29 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 14:14:58, 905 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - დღეს ვერცერთი მაღალჩინოსანი ვერ გაბედავს, ბიუჯეტიდან დააფინანსოს საყვარლები, პირადი მასაჟი ან შვილის სწავლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავალი მის ქონებრივ დეკლარაციაში სრულადაა ასახული და ყველასთვის ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერის შემოსავლებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

როგორც მერმა აღნიშნა, "წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მაღალჩინოსნები ქვეყნის ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ, თუნდაც, საკუთარი შვილების სწავლას". 

„პრემიერის შემოსავალს რაც შეეხება, ყველაფერი მითითებული აქვს დეკლარაციაში. ერთ რამეს გეტყვით: დღეს საქართველოში, ვერცერთი მაღალჩინოსანი, თუნდაც პრემიერ-მინისტრი იყოს, ვერ გაბედავს, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს საყვარლები, საკუთარი თავის მასაჟი ქალბატონების ჩამოყვანით. ბევრი მაღალჩინოსანი ვიცი, რომელთაც ძალიან ნიჭიერი და წარმატებული შვილები ჰყავთ, მაგრამ ეს ვერ იქნება საბაბი იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან ფული აიღოს ვინმემ და თავისი შვილის სწავლა დააფინანსოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics