|
2023-08-02 12:06:30, 1303 ნახვა
რეგიონი
კასპში, სააკაძის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ კასპში, სააკაძის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ. "ქუჩაზე უკვე მოეწყო რკინა-ბეტონის კიუვეტები, ეზოში შესასვლელები და საფეხმავლოები. 587 გრძივ მეტრ ქუჩაზე, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 577 776 ლარის ფარგლებში ხორციელდება. ქუჩის აღნიშნული მონაკეთი ასფალტირებული არასოდეს ყოფილა, ორფენიანი ასფალტის დაგების შემდეგ ადგილობრივები მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)