|
2023-08-02 09:41:26, 856 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსი პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ორ ბელარუსულ სამხედრო ვერტმფრენს პოდლასკის სავოევოდოს ტერიტორიაზე საჰაერო სივრცე არ დაურღვევია, ვარშავას კი ბრალდებები "ბელარუსის საზღვართან ძალებისა და საშუალებების შეგროვების კიდევ ერთი დასაბუთებისთვის სჭირდება". "თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის მხრიდან ობიექტური კონტროლის მონაცემებით არ ადასტურებს, შეტყობინებას "ერთმა ბებიამ თქვა" სტილში განიხილავს და აღნიშნავს, რომ არ მომხდარა საჰაერო სივრცის დარღვევა",- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ, 1-ელ აგვისტოს პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ორმა ბელარუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა სასწავლო წვრთნების დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მომხდარის გამო, თავდაცვის მინისტრმა საზღვარზე ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდის ბრძანება გასცა. ინციდენტის შესახებ ეცნობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსაც.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)