|
2023-08-01 15:06:36, 1109 ნახვა
პოლიტიკა
TI - 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, „ლელოს“ 218 300, „ოცნებას“ 108 000, ენმ-ს კი 90 790 ლარი შესწირეს
2023 წლის 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ყველა პარტიამ, ჯამში, 453 336 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან ყველაზე მეტი თანხა შეწირეს პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ – 218 300 ლარი, მეორე ადგილზე „ქართული ოცნება“ გავიდა 108 000 ლარით, ხოლო მესამეზე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 90 790 ლარით,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, შემოწირულებების რაოდენობაში, გასული კვარტლის მსგავსად, კვლავ „ლეიბორისტული პარტია“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 44-ჯერ შეწირეს თანხა - პარტიის შემოწირულებების უმრავლესობა ამჯერადაც მცირე თანხებს შეადგენდა (საშუალოდ 109 ლარი). "საანგარიშო პერიოდში „ქართულ ოცნებას“ სულ სამი დონორი ყავდა, რომელთაც პარტიას, ჯამში, 108 000 ლარი შეწირეს. სამი დონორიდან ორი — ოთარ ფუტკარაძე და დავით დევაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის ბიზნესპარტნიორები არიან, მათმა საერთო კომპანიამ „ბონდი-2009” ამავე პერიოდში 35 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ტენდერი მოიგო. ოთარ ფუტკარაძემ და დავით დევაძემ ერთსა და იმავე დღეს, 6 ივნისს, „ქართულ ოცნებას“ ჯამში 100 000 ლარი შეწირეს. ფუტკარაძეს 2021 წელსაც ჰქონდა მმართველი პარტიისთვის 60 000 ლარი შეწირული. დევაძე და ფუტკარაძე სამ კომპანიაში არიან პარტნიორები: შპს „ფიშ პოინტი“, შპს „მეთევზეთა გაერთიანება“ და „შპს ბონდი-2009“. განსაკუთრებით საინტერესოა „ბონდი-2009“, სადაც მათი კიდევ ერთი პარტნიორი ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ნუკრი დოლიძეა. მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდში კომპანიამ „ბონდი-2009“ 35 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. 2012 წლიდან „ბონდი-2009“-ს ჯამში 190 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული და 800 000 ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიღებული, ხოლო ამ კომპანიის პარტნიორებს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 270,000 ლარი აქვთ შეწირული. აპრილი-ივნისის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შემოწმების მიზნით, შემოსავლების სამსახურიდან 11 პოლიტიკური პარტიის შემომწირველ 32 ფიზიკური პირის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციით, შემოწირულების განხორციელებისთვის საკმარისი შემოსავალი 28 პირს დაუდასტურდა, ხოლო 4 პირს არ დაუდასტურდა. ამ ოთხ პირზე აუდიტის სამსახურმა კომერციული ბანკებიდან დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვა. მათგან ორი „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო, ხოლო ორი - „კონსერვატიული მოძრაობის“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)