2023-08-01 10:10:06, 1295 ნახვა
ომი უკრაინაში
კრივი-რიჰზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა
რუსი ოკუპანტების მიერ კრივი-რიჰზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე, დაშავებულთა კი 75-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ფსიქოლოგებმა შემთხვევის ადგილზე 100-მდე ადამიანს გაუწიეს დახმარება.
ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია.
შეგახსენებთ, კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა გუშინ, 31 ივლისს განხორციელდა. იერიშის დროს ერთი რაკეტა ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას, ხოლო მეორე მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც ორივე შენობა ნაწილობრივ დაინგრა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,