2023-07-31 21:51:06, 1405 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - პუტინს არ აქვს უკრაინის პორტების დაპყრობის ძალა, ჩვენ უბრალოდ ჩავძირავთ მათ გემებს
რუსეთს ახლა არ აქვს უკრაინის პორტების ოკუპაციის შესაძლებლობა, ამიტომ მათზე თავდასხმები აბსოლუტურად ტერორისტული ქმედებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინა არ მისცემს რუსეთს ისე გაძლიერების საშუალებას, როგორიც ის თავიდან იყო.
„ადეკვატურია თუ არა, რომ ადამიანი თავს ესხმის პორტებს? მოდით, ამაზე ვისაუბროთ. პუტინს არ შეუძლია, დაიკავოს ეს პორტები. ანუ, ეს არ არის სამხედრო ქმედება. ეს არ არის ომიც კი. მას არ შეუძლია ჩვენს პორტებში დადგომა. შეუძლებელია. მას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ უბრალოდ ჩავძირავთ მთელ მის ფლოტს, თუ ის ჩვენთან ახლოს მოვა. მან ეს კარგად იცის“, – წერს ზელენსკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,