|
2023-07-31 16:40:30, 634 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა ოპოზიციაზე - გაგიკვირდებათ და ჩინეთს სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს უკრაინასთან - რომელიმე ჩვენი ხელმოცარული აღშფოთდა?
მესმის ფორმულას ეს კითხვა რით არის განპირობებული. დანარჩენი ხელმოცარულებიც, ვინც ოპოზიციაში გვყავს, სწორედ ამაზე აკეთებდნენ აქცენტს, რომ რა დროს ჩინეთთან ურთიერთობა არისო. სინამდვილეში, უნდა აიღოთ სტატისტიკა და ნახოთ, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის საგარეო ვაჭრობა 800 მილიარდ დოლარს აღემატება. 2012 წელს, დაახლოებით, 300 მილიარდი იყო და 2023-ში, დაახლოებით, 800 მილიარდ დოლარს აღემატება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არის საჭირო მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთთან და ხომ არ უქმნის საფრთხეს ევროატლანტიკურ კურსს მაშინ, როდესაც ჩინეთი ავტორიტარული ქვეყანაა და არ დგას ცივილური სამყაროს გვერდზე რუსეთ-უკრაინის ომში. ირაკლი ზარქუას თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, ყველა ნაბიჯი გააქილიკონ, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესადაგება. „ჩვენი ხელმოცარულები ოპოზიციაში და მათი ტელევიზიები ამის გამო გვაქილიკებდნენ, რომ რა დროს სტრატეგიული თანამშრომლობააო. აღმოჩნდა, რომ ჩინეთს სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს ბელგიასთან, გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთთან და გაგიკვირდებათ და უკრაინასთან. რომელიმე აღშფოთდა ჩვენი ხელმოცარული? - არა - იმიტომ, რომ მათი ამოცანაა, ყველა ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეხმიანება და შეესადაგება, ეს გააქილიკონ. ბუნებრივია, ჩვენ არ მივცემთ ამის საშუალებას იმიტომ, რომ არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ სწორი, ობიექტური ინფორმაცია და ანალიზს თვითონ გააკეთებენ. ამიტომ, ის მცდელობა რაც ჰქონდა მთელი ამ დღეების განმავლობაში ამ ხელმოცარულ ოპოზიციას, რომ რა დროს სტრატეგიული ურთიერთობა არისო, ნახევარი ევროპა არის სტრატეგიულ ურთიერთობაში ჩინეთთან, მათ შორის, უკრაინაც და ხმა არ ამოუღიათ ამაზე და პლუს ვაჭრობის სტატისტიკა აიღე, 800 მილიარდს ასცდა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე წელს, ამით ყველაფერია ნათქვამი“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)