|
2023-07-31 16:09:37, 1172 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის აეროპორტში ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი Subway გაიხსნა
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი Subway გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერეთის რეგიონში პირველია, სადაც ამერიკული ბრენდი შევიდა. "აეროპორტის გაფრენის დარბაზში განთავსებული Subway-ის ახალი ფილიალი ქსელის ბოლო თაობის, ე.წ. "Fresh Forward" ტიპის დიზაინს წარმოადგენს და მთლიანად მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული. Subway-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და საქართველოში ამერიკული რესტორნის წარმომადგენლობამ მიიღო. ამერიკული სწრაფი კვების პირველმა რესტორანმა Subway-მ საქართველოში ოპერირება 2013 წელს თბილისში დაიწყო. ამჟამად საქართველოში Subway-ის ქსელი 7 რესტორნით არის წარმოდგენილი, აქედან 5 რესტორანი თბილისში, ხოლო 2 ბათუმში მდებარეობს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი რესტორნის რიგით მე-8 ფილიალი გაიხსნა. Subway მსოფლიოში რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია, რომელიც მომხმარებელს უგემრიელესი სენდვიჩების,სალათებისა და ორცხობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. სენდვიჩები და სალათები ახლად მომზადებული ინგრედიენტებით, მომხმარებლების თვალწინ და მათი ინდივიდუალური გემოვნების გათვალისწინებით იწყობა. Subway-ის ქსელის პირველი რესტორანი აშშ-ში კონექტიკუტის შტატის ქალაქ ბრიჯპორტში 1965 წელს გაიხსნა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)