2023-07-30 14:42:20, 1290 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო მოლარაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს
რუსეთის პრეზიდენტმა, სანქტ-პეტერბურგში აფრიკის ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი უკრაინასთან საშვიდობო მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს.
მისივე თქმით, აფრიკული და ჩინური ინიციატივები შესაძლოა მშვიდობის დამყარების საფუძველი გახდეს.
პუტინმა დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია იქამდე, სანამ, "უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის არმიას უტევს".
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,