2023-07-30 14:26:57, 1353 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩერევატი - ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები მტერზე ზეწოლას ახდენენ და ტერიტორიებს იბრუნებენ
ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები ინიციატივას ინარჩუნებენ, მტერზე ზეწოლას ახდენენ, თადვასხმის ოპერაციებს ახორციელებენ და ტერიტორიებს იბრუნებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერგი ჩერევატმა განაცხადა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით 44 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს, ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით კი - 35.
"უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით 44 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს, ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით კი 35. ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები ინიციატივას ინარჩუნებენ, მტერზე ზეწოლას ახდენენ, თადვასხმის ოპერაციებს ახორციელებენ და ტერიტორიებს იბრუნებენ", - განაცხადა ჩერევატმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,