21:26 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 17:08:47, 1616 ნახვა

მსოფლიო
BBC - ნიგერში სამხედრო გადატრიალების ხელმძღვანელმა თავი ქვეყნის ლიდერად გამოაცხადა

ნიგერში სამხედრო გადატრიალების ხელმძღვანელმა, გენერალმა აბდურაჰმან ჩიანმა თავი ქვეყნის ახალ ლიდერად გამოაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, 62 წლის გენერალი ჩიანი 2011 წლიდან პრეზიდენტის გვარდიას ხელმძღვანელობდა, 2018 წელს კი, ყოფილმა პრეზიდენტმა, მაჰამადუ ისუფუმ მას გენერლის წოდება მიანიჭა.

რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტ მოჰამედ ბაზუმს, რომელიც 26 ივლისს საპრეზიდენტო გვარდიამ დააკავა, როგორც BBC წერს, ის კვლავ მათ ტყვეობაში იმყოფება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, ნიგერში, სამხედროებმა ეროვნული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გუშინ, 27 ივლისს გამოაცხადეს.

სამხედროების თქმით, სახელმწიფო გადატრიალება სუსტ ეკონომიკურ-სოციალურ მმართველობასა და უსაფრთხოების გართულებულ ვითარებას უკავშირდებოდა.

მომხდარს მალევე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტს "ურყევი მხარდაჭერა" გამოუცხადა.

ურანით მდიდარი ქვეყნის მხარდაჭერაზე ისაუბრა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც.

ნიგერში სამხედრო გადატრიალება საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ევროკავშირმა, აფრიკის კავშირმა და დასავლეთ აფრიკის რეგინალურმა ბლოკმაც დაგმეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics