2023-07-28 17:10:24, 894 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი - პრემიერი ღარიბაშვილი საკუთარ ერს ანადგურებს
ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ეხმაურება.
კონზინგერმა სოციალურ ქსელში ვიზიტთან დაკავშირებით მცირე განცხადება გაავრცელა.
"პრემიერი ღარიბაშვილი ანადგურებს საკუთარ ერს",- წერს კინზინგერი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთში ვიზიტით იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში ის ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა.
შეხვედრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს.
ამასთან, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია და დასძინა, რომ გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,