2023-07-28 14:59:10, 1334 ნახვა
პოლიტიკა
TASS - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა „ქართული ლეგიონის“ 70-ზე მეტი წევრი დამნაშავედ დაუსწრებლად ცნო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის „ქართული ლეგიონის“ 70-ზე მეტი წევრი დამნაშავედ დაუსწრებლად ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნულ პირებს შორის არის „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილიც.
„ამჟამად ლეგიონის 70-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაუსწრებლად არის გასამართლებული.
დადგენილია, რომ მამულაშვილმა 2014 წელს შექმნა „ქართული ლეგიონი“ და წევრები საქართველოდან აიყვანა, რათა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მიეღოთ მონაწილეობა",- წერს TASS-ი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,