05:00 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 11:18:23, 763 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ენმ-ი პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში - ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია

„ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში და ეს დადასტურდა FARA -ს დოკუმენტებით. ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა. 

მისი თქმით, "ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ FARA-ს დოკუმენტებიდან".

„FARA-ს დოკუმენტები რამდენიმე თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი. პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას, რომ „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში და ეს დადასტურდა FARA -ს დოკუმენტებით. ამაზე მეტი ლუსტრაცია  რა შეიძლება იყოს, უბრალოდ არ ვიცი. ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია.

პირდაპირ ითხოვდნენ საკუთარი ქვეყნის დასანქცირებას, დასჯას და არა მარტო ითხოვდნენ, ამაში იხდიდნენ ფულს. ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ ფარას დოკუმენტებიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მეორე, რაზეც ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა, ევროპარლამენტის რეზოლუციებია, რომლებიც, მისი თქმით, გარდა იმისა, რომ იყო უსამართლო, გაირკვა, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა ფული.

„ჩვენ საუბარი გვქონდა ყოველთვის ევროპარლამენტის რეზოლუციებზე, როდესაც ვაკრიტიკებდით ამ რეზოლუციებს, ამაზე ჰქონდათ შეფასება, თითქოს ეს იყო ევროპაზე თავდასხმა, ანტიდასავლური განცხადებები და ა.შ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს რეზოლუციები იყო უსამართლო. გარდა იმისა, რომ ეს რეზოლუციები იყო უსამართლო, გაირკვა, რომ ამ ყველაფრის უკან, გარდა სხვა რაღაცეებისა, თურმე მდგარა ფულიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics