05:00 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 14:13:14, 786 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - FARA-ს დოკუმენტში გარკვევით წერია ამერიკის საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი, რომელიც ჩართული იყო ლობირების პროცესში

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ FARA-ს კანონის საფუძველზე გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აქ არაფერ შუაშია". 

მისი თქმით, შემაშფოთებელია, როდესაც დოკუმენტში საელჩოს თანამშრომლის ჩართულობა იკვეთება. 

„შემაშფოთებელია, როდესაც დოკუმენტში ვხედავთ საელჩოს თანამშრომლის ჩართულობას. ლობისტური კომპანიის მიერ არის ეს გაკეთებული და ოფიციალურ დოკუმენტშია ასახული. თქვენც ნახავდით, იგი ხელმისაწვდომია ყველასთვის, პრობლემას არ წარმოადგენს. შემაშფოთებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელს, მით უმეტეს, სტრატეგიულ პარტნიორს, როგორც ჩანაწერში იყო მითითებული, ევალებოდა ორგანიზება გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებისთვის. რა ესაქმება საელჩოს თანამშრომელს ამგვარ ქმედებებში მიიღოს მონაწილეობა? ჩვენ რა შუაში ვართ? როდესაც ლობისტური კომპანია კონკრეტულ ადამიანს ქირაობს, ვალდებულია, ის ოფიციალურ დოკუმენტში ასახოს, რომელიც გამოქვეყნებული იყო. ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის. იქ გარკვევით წერია ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც საელჩოს თანამშრომელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics