05:00 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 12:50:06, 695 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი - ბრიტანულ-ამერიკულმა სანქციების ჯგუფმა ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენება

ჩვენ ძალიან ბევრი მოარული ჭორი და პოლიტიკურად მოტივირებული საუბარი გვესმის სანქციებზე, თუმცა, ბრიტანულ-ამერიკული სანქციების ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენლობა, რამდენიმე კვირის წინ იყო საქართველოში და ცალსახად განაცხადეს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენება და საქართველო კარგად მუშაობს საერთაშორისო სანქციების დაცვის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავითულიანის თქმით, სანქციების საკითხზე პოლიტიკოსების მხრიდან სხვადასხვა ინტერპრეტაციები ყოვლად უსაფუძვლოა.

„პოლიტიკოსების მხრიდან ამ საკითხის ყველა სხვა ინტერპრეტაცია არის ყოვლად უსაფუძვლო და ეს დადასტურდა კონკრეტული ოფიციალური უწყების მხრიდან. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი საუბარი, ნებისმიერი ინტერპრეტაცია არის ან პოლიტიკურად მოტივირებული  ან არის ნაკლებად ინფორმირებული განცხადებები. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ნაკლებად ინფორმირებული განცხადება გააკეთეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სენატორებმა“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics