|
2023-07-26 12:46:30, 724 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი მელიაზე - ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი, მის პირად პრობლემებზე მოთქმა საინტერესო არ არის
ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი, მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო და არ მგონია, ხალხისთვისაც საინტერესო იყოს,- ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაცემა "რეაქციაში" გაკეთებულ განცხადებებს. ხაბეიშვილის თქმით, თუ მელია "ასე გააგრძელებს მუდმივად მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას". “ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა. იმ ქვეყანაში, სადაც 100 ათასი ბავშვი შიმშილობს, 400 ათას პენსიონერს აწუხებს საპენსიო სესხის პრობლემა, დაბალი პენსია. ადამიანებს არ აქვთ სამსახური გულწრფელად გეუბნებით, ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი, მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო და არ მგონია, ხალხისთვისაც საინტერესო იყოს. საეთერო დროის გამოყენება ბევრად ეფექტურად შეიძლება, მაგალითად ჩვენი მოსახლეობის პრობლემებზე რომ ისაუბრონ პოლიტიკოსებად ვინც თვლის თავს და ადამიანების მხარდაჭერა სჭირდებათ და არა საკუთარი პრობლემები მოყვნენ რამდენიმე საათის განმავლობაში. ურთულესი საყურებელია ერთი ადამიანის წუწუნის, მოთქმისა და ჯუჯღუნის ყურება. შესაბამისად, სერიოზული კომენტარის გაკეთება არ იქნებოდა საჭირო. რუსულ პარტიას იზოლაციაში და ტყვეობაში ჰყავს პრეზიდენტ სააკაშვილი, ეს არის ისეთი ჭეშმარიტება, არათუ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებში არის კონსენსუსი, ეს არის სიმართლე, დანარჩენი კონკრეტული ადამიანები პირადი გამორჩენის გამო პირადი წუწუნის, წუხილების, ჯუჯღუნის გამო აკეთებენ რაღაც განცხადებებს, ესა არის მათი საქმე. თუ რამე დამატებით იციან, სჯობს მათ ისაუბრონ თავიანთ წუწუნზე და ჯუჯღუნზე, ვიდრე მე ვაკეთო კომენტარები... და ერთ რამესაც გეტყვით, ყველას ჰქონია ავტომობილთან შეხება, რაც არ უნდა კარგი იყოს ეს ავტომობილი, თუ დროის გასვლის შემდეგ ამ ავტომობილს ზეთს არ გამოუცვლით, აუცილებლად მისი ძრავა გაჩერდება, ისევეა პოლიტიკაშიც - წარმოუდგენელია ერთი და იგივე წუწუნით გინდოდეს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება, ასე არ გამოვა. ამიტომ, კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ ეს გზავნილი. თუ ასე გააგრძელებს მუდმივად მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას, ხალხს ეს არ აინტერესებს",- აცხადებს ხაბეიშვილი.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)