01:57 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 11:54:57, 718 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - „მშვიდობის ხიდის“ რეაბილიტაცია დასრულდა

„მშვიდობის ხიდის“  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ხიდის რეაბილიტაციის პროცესი უცხოელი და ქართველი სპეციალისტების აქტიური ზედამხედველობით განხორციელდა.

„დავიწყეთ „მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, საჭიროებდა განახლებასა და მოწესრიგებას. ამჟამად, დაახლოებით, 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები უკვე დასრულებულია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის საკიდებს, რისთვისაც სპეციალური კონსტრუქციები მოეწყო, აღდგა დეფორმირებული კიბეებიც. ამასთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხარეს რეაბილიტირდა ხიდის დაზიანებული ბურჯი. დღეს „მშვიდობის ხიდი“ ყველანაირად უსაფრთხოა, სამუშაოები კი დასრულებული. ერთადერთი, რაც დარჩა და მომდევნო თვეების განმავლობაში გაკეთდება, ხიდზე ახალი განათებების მონტაჟია“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics