|
2023-07-26 11:36:59, 1364 ნახვა
რეგიონი
კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება
ქალაქ კასპში წერეთლის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში 1 500 გრძივ მეტრ ქუჩაზე მოეწყო ეზოში შესასვლელები, საფეხმავლოები, რკინა-ბეტონის კიუვეტები ცხაურებით, წყალამრიდი ღარები, ასევე მოეწყობა საგზაო ნიშნები. "პროექტს შპს „დინ გრუპი“ აწარმოებს, სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 840 008 ლარს შეადგენს. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, წერეთლის ქუჩაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობას კეთილმოწყობილი და კომფორტული ქუჩით შეეძლებათ სარგებლობა",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)