17:23 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 10:26:08, 1796 ნახვა

ომი უკრაინაში
პროკუდინი - რუსებმა ხერსონის ოლქი 55-ჯერ დაბომბეს - დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი 55-ჯერ დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკუდინი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პროკუდინის თქმით, დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა განახორციელა 55 შეტევა, გაისროლა 300 ჭურვი ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადებიდან, ტანკებიდან, ავიაციიდან, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან.

რუსმა სამხედროებმა რეგიონის საცხოვრებელ კვარტლებს დაუმიზნეს. თავდასხმა მოხდა კახოვკის რაიონის ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე. რუსული აგრესიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა",- წერს პროკუდინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics