04:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 15:52:54, 1478 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 1,5 მილიარდი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 1,5 მილიარდი ევრო გამოუყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ლაიენის განცხადებით, ევროკომისია უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.

„მტკიცედ ვგმობ უკრაინული მარცვლეულის შენახვისა და ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმებს. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი განაგრძობს თავის უმოწყალო ომს, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. დღეს ჩვენ გამოვყავით მორიგი 1,5 მილიარდი ევრო, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირებას და ინფრასტრუქტურის აღდგენას დავეხმაროთ. კიდევ მეტი იქნება“,- წერს ლაიენი Twitter-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics