05:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 10:36:04, 671 ნახვა

საზოგადოება
„თიბისიმ“ Amazon Web Services კომუნის შეკრებას უმასპინძლა

„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში AWS- ამაზონ ვებ სერვისების წარმომადგენლებმა „თიბისის“ ტექ.გუნდს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. ამაზონ ვებ სერვისები ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა. ღონისძიებაზე საერთაშორისო ექსპერტებმა, ალექსანდერ ბერნარდსკიმ, იგორ ივანიუკმა და ვიკტორ ვენდიჩმა ისაუბრეს.

„მოხარულები ვართ, რომ „თიბისის“ ჯგუფის მასშტაბით მოგვეცა საშუალება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან AWS-სთან ჩაგვეტარებინა სამუშაო ვორკშოპი. ამაზონ ვებ სერვისების ექსპერტებმა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც „თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის აქტუალურია. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ტექნოლოგიების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას და მის ათვისებას ორგანიზაციის შიგნით",- იური სემენიხინი, „თიბისის“ ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.

AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, დეველოპერებისგან და ბიზნეს პროფესიონალებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და სწავლობენ ერთმანეთისგან და AWS-ის წამყვანი პროფესიონალებისგან. კომუნა მნიშვნელოვანი პლატფორმაა მათთვის, ვისაც უნდა თვალი ადევნონ და გაიგონ უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ.

„თიბისისთვის“ როგორც ტექნოლოგიური და ფინანსური სერვისების მიმწოდებლისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი პროფესიული ტექ-კომუნების გაძლიერება და ამ მიმართულებით საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

AWS - ამაზონ ვებ სერვისები - ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლგიური კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ღრუბლოვანი და API ტექნოლოგიების მიწოდებას კომპანიებისთვის თუ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics