|
2023-07-24 10:35:31, 1731 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესის მთავარეპისკოპოსი რუსეთის პატრიარქს - თქვენი ნაკურთხი რაკეტა წმინდა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოდესის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, ვიქტორმა რუსეთის პატრიარქ კირილს ოდესის ფერიცვალების ეკლესიაში რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა. როგორც წერილშია აღნიშნული, მთავარეპისკოპოსი ვიქტორი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს მოუწოდებს, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოშორდეს. "თქვენს ქადაგებებში არაერთხელ გისაუბრიათ წმინდა რუსეთის ერთიანობაზე, რომელსაც თქვენი კურთხევითა და საქმით, სრულად ანადგურებთ. სწორედ პირადად თქვენი კურთხევით, რუსეთის ფედერაციის სამხედროები დღეს ჩადიან უსაქციელობასა და გაცხადებულ ომს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენულ ტერიტორიაზე. შეწყვიტეთ სისხლისღვრა. თქვენი ეპისკოპოსები და მღვდლები აკურთხებენ ტანკებსა და რაკეტებს, რომლებიც ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ. თქვენს მიერ დალოცვილი რუსეთის ფედერაციის რაკეტა პირდაპირ წმინდათა წმინდა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა. მივხვდი, რომ დიდი ხანია, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას თქვენს აზროვნებასთან საერთო უკვე არაფერი აქვს. პირადი ამბიციების გამო, თქვენ დაკარგეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა ეკლესიები წმინდა რუსეთის ქვეყნებში. მოვითხოვთ, ჩამოშორდეთ ჩვენს ეკლესიას, ეპისკოპოსებსა და წინამძღვარს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის არჩეული",- აღნიშნულია წერილში. ცნობისთვის, 23 ივლისს რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. თავდასხმიდან მალევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაზიანებული იყო ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. მოგვიანებით, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ წუხელ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ ოდესის ისტორიულ ცენტრში, წინასწარი მონაცემებით, არქიტექტურის 25 ძეგლი დაზიანდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოდესაში იერიში მიიტანეს იმ ობიექტებზე, სადაც "რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა".
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)