15:43 - 07 Jun, 2026
|
2023-07-24 10:43:55, 1343 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბურსას მერს, ალინურ აქთაშს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბურსას მერს, ალინურ აქთაშს შეხვდა. აჭარის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებსა და რეგიონებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს, დაიგეგმა სამომავლოდ პროექტების ერთობლივად განხორციელება სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო მიმართულებით. ასევე, განხილულ იქნა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ბურსაში მცხოვრები ქართული წარმოშობის მოქალაქეებისთვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. თორნიკე რიჟვაძე თურქეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)