|
2023-07-22 18:30:01, 1524 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბურსას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, თურქეთში სამუშაო ვიზიტისას, ქალაქ ბურსას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობებისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა სამომავლოდ რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. „შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურისტული პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა. დაიგეგმა ერთობლივი სამომავლო პროექტების განხორციელება. თურქეთსა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში მიღწეულია არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც სტრატეგიულ თანამშრომლობას საგრძნობლად უწყობს ხელს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)