06:49 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-22 17:56:15, 1024 ნახვა

პოლიტიკა
ცაგარეიშვილი - დაუჯერებელია ელჩმა არ იცოდეს ის, რაც ეწერა FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში

უბრალოდ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია ელჩმა არ იცოდეს ის, რაც ეწერა FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, ამას ვერავინ დაიჯერებს საქართველოში,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კომენტარს.

ცაგარეისვილის თქმით, ელჩის სიტყვებში  ეჭვი ეპარება და დაუჯერებელია არ იცოდეს ის, რაც ეწერა FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.

„თუ ნებას დამრთავენ, მე ამ სიტყვებში ეჭვს შევიტან. იმდენად ამაზრზენი და საშინელი იყო ის, რაც გამოქვეყნდა და ბედის ირონია რაში მდგომარეობს იცით?- ისევ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა და კოლეგებმა გამოაქვეყნეს ეს ყველაფერი. მე ძალიან ეჭვი მეპარება ამ ქვეყანაში, აშშ-ს ელჩს არ ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. რამდენადაც ვიცნობ ამ ქვეყნის მოქმედების სტილს, მანერას, იმ პოლიტიკას, რომელსაც ის რეგიონში და საქართველოში ახორციელებს, უბრალოდ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია ელჩმა არ იცოდეს ის, რაც ეწერა FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში. ამას ვერავინ დაიჯერებს საქართველოში”,- აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics