07:28 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 09:42:30, 734 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე ოპოზიციაზე - მათ დაამკვიდრეს საქართველოში პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა

მათ დაამკვიდრეს საქართველოში პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ოპოზიცია არ ეწევა რეალურ პოლიტიკურ საქმიანობას და მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიებით სარგებლობს.

„სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ იხილა, როდესაც პრემიერ-მინისტრის მოხსენების დროს, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დარბაზიდან მალულად გაპარული ოპოზიცია და შემდგომ, რაც განსაკუთრებით საგულისხმო და ხაზგასასმელია, მაშინ, როდესაც იხურებოდა საგაზაფხულო სესია - ეს იყო ბოლო სხდომა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ აქ ჟღერდება საქართველოს ჰიმნი და მათ შორის, ნებისმიერი ქართველისთვის ამ ამაღელვებელ მომენტშიც ოპოზიცია არ იყო დარბაზში და მათ ძალიან კარგად დააფიქსირეს და საზოგადოებისთვის ცხადი გახადეს თავისი აგდებული დამოკიდებულება სახელმწიფოებრიობის მიმართ; ასევე, ეს, პირველ რიგში, არის მათივე ამომრჩევლის უპატივცემულობა.

მათ დაამკვიდრეს საქართველოში პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა და ფაქტობრივად, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, მათ შორის, არსებობს კადრებიც, როდესაც ისინი აიძულებდნენ სკოლაში, მაგალითად, სიმაღლის მიხედვით დაყენებულ ბავშვებს, რომ ხმამაღლა ეძახათ მათი ბელადის, ამჟამად მსჯავრდებულ სააკაშვილის სახელი და საზოგადოება, ვფიქრობ, ძალიან კარგად ხედავს, რომ  პიროვნების ამგვარი კულტი, მათ შორის, შეშურდებოდათ ბოლშევიკებსაც და არც ეს არის საიდუმლო, თუ რა განსხვავებაა დღევანდელ „ქართულ ოცნებას" და ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას შორის, და ეს თუნდაც, საარჩევნო კლიპში არის გამოხატული. ისინი, ფაქტობრივად, საკუთარ საარჩევნო კლიპში ადიდებდნენ ერთ პიროვნებას, ხოლო ჩვენ მივუძღვენით საარჩევნო კლიპი, მათ შორის, საქართველოს და ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი ნათელი სხვაობა",- განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics