|
2023-07-18 16:02:43, 1173 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტარები ჰააგის სასამართლოს მოუწოდებენ, ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ჰააგის სასამართლოს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბელარუსი პასუხისმგებელია უკრაინისთვის მიყენებულ ზარალსა და ომის დანაშაულებზე. დოკუმენტში ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, მიიღონ ყველა საჭირო ნაბიჯი საერთაშორისო დონეზე, რათა დაიწყოს ბელარუსის იმ პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და გენოციდზე. იმის გამო, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) უკვე გასცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ICC-ს, ასევე გასცეს ლუკაშენკოს დაკავების ორდერიც.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)